მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რატომ აარჩია მუსიკალური კარიერისთვის აშშ-ში მოღვაწეობა.
როგორც ნუცა განმარტავს, ჰოლივუდიდან მარტივია მისწვდე ბევრ სხვა ქვეყანას.
ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ Lakers-ის თამაშზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა: „შენ უკვე სუპერვარსკვლავი ხარ…“
“ვოცნებობ, მთელი ცხოვრება ვიდგე სცენაზე. რატომ ჰოლივუდი და ამერიკა? ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მსოფლიო აღიარება მოგცეს. აქედან მსოფლიო სხვა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გამართო კონცერტი. ჩემი ოცნებაა მქონდეს ბევრი ტურნე, გავმართო კონცერტები და ვუმღერო ყველას“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.
აღნიშნული ინტერვიუს ნაწილს მომღერალი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე აქვეყნებს.
ვიდეო: როგორ წერს ნუცა ბუზალაძე ახალ სიმღერას ნიუ იორკულ სტუდიაში: „ერთი დღე…“