მოწითალო-მოყავისფრო, საუკუნეების წინ ქვით ნაგები, ჰააგის ცენტრში მდებარე შენობათა კომპლექსი – ბინენჰოფი, სუპერთანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობათა სიჭარბის მიუხედავად, დღემდე ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ცენტრად რჩება. აქ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია და ჰოლანდიის პარლამენტი, ანუ გენერალური შტატებია.

გასაკვირი არ არის, რომ ამ თვალისმომჭრელ გარემოში მოსახვედრად , ნიდერლანდების პრემიერმინისტრი არაორდინალურ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს. მარკ რუტი უკვე ორი წელია, სამსახურში ყოველდღე ველოსიპედით დადის.

ხელისუფლება ქალაქებში საცობებისა და ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ, საინფორმაციო კამპანიებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს მუდმივად მიმართავს. ცნობისთვის, დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დადიან, შესაძლოა, ხელფასზე დანამატიც გადაუხადონ.

რუტი ქვეყანაში შექმნილი სისტემით კმაყოფილია და ამბობს, რომ ველოსიპედით სიარული იაფი, ზოგჯერ ავტომობილზე სწრაფი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სასიამოვნოა.

“გაკვირვებული ვარ დღეს არსებული ველობილიკებით, რომელიც საგანგებოდ შექმნილი საგზაო ნიშნებითა და შუქნიშნებით არის აღჭურვილი. სასიამოვნოსთან ერთად, ის ძალიან უსაფრთხოა იმ ადგილებში, სადაც ბავშვები გადაადგილდებიან”

 

View this post on Instagram

Ter voorbereiding op de Europese Raad ontving ik mijn Letse collega Krišjānis Kariņš op het Catshuis. Nederland en Letland staan vaak zij aan zij binnen de EU, samen met andere Noordelijke en Baltische landen. Vandaag fietsten we ook even zij aan zij in het zonovergoten Den Haag. Het is zijn eerste bezoek aan Nederland sinds zijn aantreden in januari. We spraken over de uitstekende relatie tussen onze landen, maar ook over actuele Europese onderwerpen als de strategische agenda voor de EU van de komende jaren, het klimaat en over het begrotingsbeleid.

A post shared by Mark Rutte (@minpres) on

 

უსაფრთხო ხალხისთვის და პლანეტისთვის

ველოსიპედით სიარული რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამას არაერთი კვლევები მოწმობს.

უტრეხტი, რომელიც ჰოლანდიის შუაგულში მდებარეობს, ქვეყნის უდიდეს სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საველოსიპედო ქალაქად არის მიჩნეული. ველოსპედისტი აქ, საგზაო მოძრაობის ყველაზე პატივსაცემ წევრად ითვლება.

ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ტრანსპორტის ამ საშუალების არჩევით, ქვეყანაში სიკვდილიანობის ტენდენცია შემცირდა, საუბარია დაახლოებით, 6 000 -ზე მეტ ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენციაზე.

ასეთი სატრანსპორტო მიდგომით ქვეყანა წელიწადში 20 მილიონზე მეტ დოლარს ზოგავს. როგორც პრემიერი ამბობს: ” სისტემა მაქსიმალურად უწყობს ხელს ხალხს, გამოიყენონ ჯანმრთელი ალტერნატივა”

როგორც გამოცემა “ecowatch” წერს, მცდარია ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ჰოლანდიაში ველოსიპედი პოპულარობას კარგავს. მონაცემებით ირკვევა, რომ ნიდერლანდებში, სადაც 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 23 მილიონი ველოსიპედია. თითოეულ მოქალაქეზე 1,3 ველო მოდის. ხოლო ქვეყანაში მთლიანობაში 27 მილიონი ეკოლოგიური ტრანსპორტი მოძრაობს.

ნიდერლანდებში, სადაც უკვე არსებობს ათი ათასობით ველობილიკი, ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიუჯეტიდან 100 მილიონი ევრო  გამოიყოფა.

ველოსიპედით სეირნობა დიაბეტისგან დაგიცავთ

ცნობისთვის, მარკ რუტემ მსოფლიო მედიის ყურადღება პირველად მაშინ მიიქცია, როდესაც პარლამენტში შესვლისას შემთხვევით თავისი დაღვრილი ყავა თავადვე მოწმინდა. მაშინ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია დამლაგებლების რეაქციაც, რომლებიც პრემიერის გულწრფელმა და ადამიანურმა ჟესტმა აღაფრთოვანა.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები