ცუცა კაპანაძე გადაცემის „ჩვენ“ სტუმარი გახდა.
ცუცა დიდი ხანია, ემიგრაციაშია და აშშ-ში ცხოვრობს.
„ვიყავი „იმედში“, სერიალში მიღებდნენ, მერე ისიც დახურეს. თეატრში მქონდა 80 ლარი. 80 ლარად ვერანაირად ვერ ვიცხოვრებდი. ჩემი მშობლები ახლად გარდაცვლილები იყვნენ და ჩემს ოჯახს უნდა დავხმარებოდი, ჩემს ძმებს… მათაც დაკარგეს სამსახური და არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, რომ არ გადამედო ჩემი თავი…
მაინც არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, წამოდი ცოტა ხნით, გაიუმჯობესე პირობები და თუ არ მოგეწონება და ვერ გაჩერდები, წადი უკანო. მე და ხათუნა იოსელიანი ერთად წამოვედით და დავდეთ პირობა, რომ სულიერად რომ არ გავტეხილიყავით, თეატრი უნდა გაგვეკეთებინა.
ცუცა კაპანაძე: „კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა…“