LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო – სად მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი

204
Morgantown, WV - 16 December 2020: Small bottle of coronavirus vaccine with syringe with background of the Chinese company Sinopharm logo

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის იმუნიზაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. 5 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 47 949 აცრა ჩატარდა. მათგან ბოლო 24 საათში, 2 564 მოქალაქე აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 7 009 ადამიანი.

დღეს “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია იწყება

ამ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში ჩართულია „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და „სინოფარმის“ ვაქცინა. სამივე ვაქცინის (მწარმოებლები: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება ქვეყნის მასშტაბით 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით მიმდინარეობს.

  • ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირების აცრა მიმდინარეობს.
  • ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება 65 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის გააკეთონ.
  • „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის შემდეგ არის შესაძლებელი, რომელიც სპეციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ გაიაროთ. იხ. რეგისტრაციის ინსტრუქცია.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან, ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში დაიწყო. ხოლო დღეიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე.

 

შიდა ქართლი

 

ვაქცინაციის კაბინეტი რეგიონის 5 სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს და სპეციალურ პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 1326 მოქალაქე.

„გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბმას განცხადებით, აქტივობა ძალიან მაღალია. მისი განმარტებით, რეგისტრაციისთვის პორტალი 5-დან 25 მაისამდე არის გახსნილი, ყველა დღე დაკავებულია და რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ყველა ადგილი შევსებულია. ის იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ამ მუხტს შეინარჩუნებს.

„გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის თქმით, კლინიკაში დღეს 45-დან 50-მდე პაციენტის ვაქცინაცია მოხდება.

გორში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია „გორმედსა” და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ვაქცინაცია ტარდება ასევე კასპში ,,მედალფას” კლინიკაში, ქარელში ,,გორმედის” ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში – შპს ,,ახალ კლინიკაში”.

დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,,სინოფარმით” ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

 

ფოთი

 

ვაქცინაცია „ევექსის” კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში ტარდება. როგორც პოლიკლინიკის მენეჯერი ნანა ლემონჯავა აცხადებს, დღეისათვის ფოთის პოლიკლინიკაში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით” 32 ადამიანი აიცრება.

მისივე განმარტებით, კლინიკის მედპერსონალი ვაქცინაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებითა და ტრენინგებით არის გადამზადებული, კლინიკას კი ყველა საჭირო ინვენტარი და მედიკამენტი გააჩნია, რაც ვაქცინაციის შემდგომი გართულების შემთხვევაში პროტოკოლით არის განსაზღვრული.

 

ოზურგეთი

 

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთში კლინიკა „მედალფაში“ მიმდინარეობს. ჩინური ვაქცინა პირველმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი სახოკიამ გაიკეთა.

დღეს, ოზურგეთში „სინოფარმის“ ვაქცინით 41 ადამიანი, ხოლო „ასტრაზენეკათი“ 30 ადამიანი აიცრება. აღსანიშნავია, რომ “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის მომდევნო ოთხი დღე უკვე მთლიანად დაჯავშნილია.

ასევე, აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია “ასტრაზენეკათი”, რომლითაც გურიის რეგიონში 450 ადამიანი უკვე აიცრა.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული.

“სინოფარმის” ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 78,1%-ია – ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების შეფასება გამოაქვეყნა

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალზე, დღევანდელი მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 72 ათასზე მეტი მსურველი.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმით” პირდაპირ ეთერში აიცრა

ვაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

ვახტანგ გომელაური „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა

5 მაისის 15 საათის მონაცემებით, „სინოფარმის“ ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 6 698 ადამიანს აქვს გავლილი.  ფაიზერის ვაქცინზე წინასწარი რეგისტრაცია 67 738 მოქალაქეს აქვს გავლილი, მოდერნას ვაქცინაზე 31 008, ასტრაზენეკას ვაქცინაზე რეგისტრაცია 14 341-მა ადამიანმა გაიარა, jonson&jonson – 8 833-მა, ნოვავაქსის ვაქცინაზე 5 944-მა, ხოლო სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია 1 109 ადამიანმა გაიარა.

პოპულალურები