რიანა დედა გახდა. 34 წლის ბარბადოსელ მომღერალს შვილი რეპერ A$AP Rocky-სგან გაუჩნდა. ინფორმაციას დეილი მეილი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი 13 მაისს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. ახალშობილის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
რიანა საჯაროდ ბოლოს 9 მაისს გამოჩნდა, როდესაც როკისთან ერთად რომანტიკული იტალიური სადილის შემდეგ ჯორჯო ბალდის რესტორანი დატოვა სანტა-მონიკაში.