აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.
საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა
რობინ დანიგენის თქმით, მოუთმენლად ელის საქართველოს ხალხთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
ელჩის განცხადებით, მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის სურვილს.
„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად.
მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად მეც ვუჭერ მხარს ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად. მოუთმენლად ველი ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა გავიმეორო პრეზიდენტის, ჩემი პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის”, – განაცხადა ელჩმა, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.