LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

52
ვოლოდიმირ ზელენსკი

როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება,  – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველას სიმამაცე და საკმარისი გამბედაობა სჭირდება, რათა ტერორს დაუპირისპირდეს.

“როდესაც თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, ის საფრთხეს უქმნის ადამიანებს ნებისმიერ ადგილას და არა მხოლოდ იქ, სადაც ადამიანის უფლებები ნადგურდება და ადამიანებს ამცირებენ. როდესაც თავისუფლებას სადღაც ამცირებენ, ის მთელი კაცობრიობისთვის მცირდება. ამიტომ ეს ყველასთვის საფრთხეა.

და ამიტომ ყველას სიმამაცე სჭირდება! საკმარისი გამბედაობა, დავუპირისპირდეთ ტერორს და დავსაჯოთ ისინი, ვინც ავრცელებს სიკვდილსა და სიძულვილს, ვინც საფრთხეს უქმნის და ანადგურებს თავისუფლებას”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: მარტიდან, უკრაინულმა მხარემ რუსული ტყვეობიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება მოახერხა

ვოლოდიმირ ზელენსკი: მათ არ აინტერესებთ დიალოგი, რადგან არ მიიღებენ სასურველ შედეგს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g