LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

616
tovli_w_h

სინოპტიკოსები ხვალიდან საქართველოში მცირე ხნით, მაგრამ გამოდარებას ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსის, ნონა ელისაშვილის თქმით, გამოდარება, უფრო მეტად, დასავლეთ საქართველოს შეეხება, თუმცა ნალექმა ამ პერიოდში ქვეყნის აღმოსავლეთითაც უნდა იკლოს.

“აღმოსავლეთ საქართველოში, დღის პირველ ნახევარში, უმეტეს რაიონში კვლავ შენარჩუნდება თოვლი და იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ტემპერატურა ბარში იქნება მთელი დღის განმავლობაში 0 გრადუსი, მთაში 1,6 გრადუსი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ველოდებით გამოდარებას, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 წმ/სიჩქარით.

დღის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა მოიმატებს 7-12 გრადუსის ფარგლებში,” – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარმა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა “რუსთავი 2”-თან.

კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული

რა შეზღუდვები მოქმედებს დიდთოვლობის გამო – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები