გუშინ ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. დაიღუპა ორსული დედა, მისი 4 მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი, ხანში შესული ქალბატონი. ოჯახი გამომცემლობის ყოფილ შენობაში იყო თვითნებურად შესახლებული და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მათ რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ მამა და ბებია.

“ტვ პირველის” სიუჟეტი

მსგავსი თემები