LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაარწმუნებს ივანიშვილი NDI-ს რომ საქართველოში “გასაოცარი დემოკრატიაა”

166
87286948-2847073868685873-1640046941448437760-o

საქართველოში აკრედიტირებული არასამთთვრობო ორგანიზაციები განსაკუთრებული ნდობით ვერ სარგებლობენ, როგორც მმართველი პარტიის რიგებში, ასევე მათი ხელმძღვანელის თვალში. ამას უკანასკნელი კვლევების შედეგების გამოქვეყნებაც მოწმობს, როდესაც NDI-ის ანგარიში “არასარწმუნო” იყო ხელისუფლებისთვის. უმრავლესობამ აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. განსაკუთრებით ის მიმართულებები, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას, სამართალს, პოლიტიკურ დევნასა და ლიდერების რეიტინგს ეხებოდა. 16 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ მმართველი პარტია შეთანხმდა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციასთან სასწრაფო შეხვედრები იყო საჭირო, ვინაიდან “იყო რამდენიმე გადაცდომა”. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ არასერიოზული უწოდა კვლევის შედეგებს და მომავალ არჩევნებში 60%-იანი შედეგიც იწინასწარმეტყველა. NDI-ის კვლევით მაშინ უკმაყოფილო მხოლოდ სამთავრობო უმრავლესობა იყო.

როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს: NDI-ის კვლევით უკმაყოფილო მთავრობა

თითქმის 2-თვიანი შუალედის შემდეგ, პარტიის ლიდერი NDI-ის პრეზიდენტს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავარი გვერდი იუწყება. აქვე მცირე საინფორმაციო სახით მოცემულია შეხვედრის მიზეზი და მთავარი თემაც. პარტიის გვერდის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა და დერეკ მიტჩელმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.

“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს”, – წერია “ოცნების” გვერდზე.

საქართველოში დემოკრატია არ არის, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

დაველოდოთ შედეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები