LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ დავემდურო ბედს“ – ნინო ძოწენიძე ცნობილი სიმღერის ახალ ვერსიას გვთავაზობს

2824
nino-dzowenidze..

„როგორ დავემდურო ბედს“, ცნობილი სიმღერის ახალ ვერსიას ნინო ძოწენიძე მალე შემოგვთავაზებს. სიმღერა თითქმის უკვე მზადაა და მომღერლის მეუღლის, გიგა კუხიანიძის სტუდიაშია ჩაწერილი. გიგას სტუდიამ ასევე იმუშავა კლიპზეც, რომლის გადაღებები უკვე დასრულებულია და ამჟამად ვიდეორგოლი უკვე მონტაჟის პროცესშია.

ნინო ძოწენიძის ახალ ვიდეორგოლში, როგორც მომღერალი აღნიშნავს, მაყურებელი სიურპრზებს უნდა ელოდოს, ამიტომაც ლოკაციები არ გაუმხელია.

ნინო ძოწენიძე:

ზურა ბოკუჩავას სიმღერა მერი ბარნაბიშვილისა და გია ნიჟარაძის ტექსტზე სახელწოდებით „როგორ დავემდურო ბედს“ ბევრს შეუსრულებია, „იუთუბზე“ ვერსიები მოვისმინე, მაგრამ ქალს არ ჩაუწერია და ვიდერგოლი არ გადაუღია. როდესაც სოციალურ ქსელში გიორგი ნარმანიას მიერ შესრულებული ვარიანტი მოვისმინე, ძალიან მომეწონა, თუმცა სურვილი გამიჩნდა, ის განსხვავებული ვერსიით ჩამეწერა. არანჟირებაში მხოლოდ კლავიში და ვიოლინოა, ჩანაწერში უკრავენ პიანისტი ნიკო ჩარკვიანი და მევიოლინე გუჯა მარდალეიშვილი.

რაც შეეხება ვიდეორგოლს, ლოკაციების შესახებ არ ვისაუბრებ, რადგან მინდა, მაყურებლისთვის სიუპრიზი იყოს. კლიპი ერთ დღეში გადავიღეთ, როგორც მჩვევია (იღიმის). ახლა უკვე მონტაჟდება და რამდენიმე დღეში მზად იქნება. სად იქნება პრემიერა, ჯერჯერობით არ ვიცი, ვფიქრობ. რადიოპრემიერას კი, რასაკვირველია, „ფორტუნას“ ჰოლდინგში გავაკეთებ. ვიდეოს ოპერატორი გახლავთ რამაზ გუნავა, ვიზაჟი ეკუთვნის მარიკა ქურდუბაძეს, ფოტოებიც მისი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g