LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეეჩვია დათუნა მგელაძე ოჯახურ ცხოვრებას: „ნინოსთვის ნამდვილად არ შემიმჩნევია ეჭვიანობა…“

767
datuna

დათუნა მგელაძე წინა წლის ნოემბერში დაქორწინდა. მან ხელი მოაწერა ნინო ფუტკარაძესთან და შემდეგ თაფლობის თვეში საზღვარგარეთ გაემგზავრა. ქორწილი უნდოდათ, თუმცა პანდემიის პერიოდში არ გამოვიდა, თუმცა წყვილის ქორწილს ბევრი მათი ახლობელი ადამიანი ძალიან ელოდა.

დათუნა მგელაძე „თბილისელებთან“ საუბრობს, როგორ მოსწონს ოჯახური ცხოვრება:

დათუნა მგელაძე მეუღლესთან ერთად პარიზულ თაფლობის თვეს ატარებს

„ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და მით უმეტეს, ამ დროს. ნინიკომ ძალიან გამილამაზა ეს რთული პერიოდი. ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, ვარ უბედნიერესი ადამიანი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გამყვება…

ერთმანეთს ვაქებთ, პოზიტიურ სიტყვებს ვეუბნებით. მგონია, რომ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ოჯახური ცხოვრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ხვდები, რომ მარტო აღარ ხარ, ოჯახი შექმენი. ამაზე რომ ფიქრობ, ამაყიც ხარ და დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობ. მასზე უნდა იზრუნო, რაც თავისთავად სასიამოვნოა…

ნინოსთვის ნამდვილად არ შემიმჩნევია ეჭვიანობა, ვგულისხმობ პათოლოგიურ ეჭვიანობას. ასეთ ადამიანთან ვერც ვიცხოვრებდი… ეჭვიანი არც მე ვარ…“

დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ხელს აწერენ: „დიდი ხანია, მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია…“

დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ჯვარს საზღვარგარეთ დაიწერენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები