კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება მთელი პლანეტის მოსახლეობას სტრესში აგდებს. ყველა საინფორმაციო საშუალება ვირუსის შესახებ საუბრობს, გვაწვდიან რეკომენდაციებს, მოგვიწოდებენ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები.

როდის გადადის სიფრთხილე პანიკაში? რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვიყოთ ინფორმირებულნი, მაგრამ ინფორმაციის ნაკადმა პანიკაში არ ჩაგვაგდოს? – ამის შესახებ ,,სიენენი” წერს.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლინ ბუფკას განცხადებით, მნიშვნელოვანია შევძლოთ რეალური ინფორმაციის გარჩევა ისეთი ცნობებისგან, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და მედიასაშუალებების მიერ მხოლოდ რეიტინგის გასაზრდელად ქვეყნდება.

ამისთვის საჭიროა ვენდოთ ოფიციალურ წყაროებს. მივიღოთ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების ვებ-გვერდებიდან.

არ არის აუცილებელი, რომ ინფორმაციას ყოველ წამს იღებდეთ. რასაკვირველია, საქმის კურსში უნდა იყოთ, მაგრამ არ არის აუცილებელი თავი გადაიტვირთოთ გამუდმებული განახლებებით. ცნობების მიღება დღეში რამოდენიმეჯერ სრულიად საკმარისია.

„არ არის აუცილებელი, ყველაფერი იცოდეთ და ყველა ცნობა მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. ისწავლეთ ინფორმაციული ნაკადის მართვა. ისწავლეთ, როდის უნდა შეჩერდეთ.”- აცხადებს ბუფკა.

მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი სოციალურ ქსელებში გატარებული დროის რაც შეიძლება შემცირებაა.

სახელი დაარქვით საკუთარ შიშს – პანდემია აბსტრაქტული ვილანია, ასე რომ შეგიძლიათ დასხდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გაღელვებთ კონკრეტულად.

„გეშინიათ, რომ კორონავირუსი გადაგედებათ და მოკვდებით? სიკვდილის შიში ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი შიშია, მაგრამ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად რაციონალურია თქვენი შიში და რამდენად მიესადაგება არსებულ რეალობას. რამდენად რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსი გადაგედებათ?“ -კითხულობს ბუფკა და დასძენს, რომ ადამიანებს შეიძლება ეშინოდეთ სხვა ფაქტორების, როგორიცაა იმის შიში, რომ მათ შესაძლოა ვერ შეძლონ თვითიზოლაციის პიროებებში მუშაობა ან ვერ მოახერხონ ჰქონდეთ წვდომა სასურსათო მაღაზიებზე ან ბავშვთა მოვლის საშუალებებზე. ზოგ მათგანს ეშინია იმის, რომ დანაზოგი არ ეყოფა. ეს შიშები ბევრად რაციონალურია, თუმცა სართო ჯამში ადამიანებს ბევრად უკეთესი უნარი აქვთ სირთულეებთან გამკლავების, ვიდრე მათ ჰგონიათ.

ლინ ბუფკას აზრით, ასეთ რთულ დროს ადამიანებს საკუთარი თავის გარდა სხვებზე ზრუნვაც დაეხმარებათ. გარდა ამისა, იგი გვირჩევს ჩვენც ვეძებოთ მხარდაჭერა, ოღონდ რაციონალურად. „აუცილებელი არ არის არსებულ შიშებზე იმას ესაუბროთ, ვისაც თქვენსავით ეშინია. აუცილებლად იქნება თქვენს საახლობლო წრეში ვინმე ისეთი, ვინც განსხვავებულად უმკლავდება სიტუაციას. ეცადეთ ისეთ ადამაინებს ეკონტაქტოთ, რომლებიც რეალურად დაგეხმარებიან და რელევნტურ რჩევებს მოგცემენ.“- აცხადებს ფსიქოლოგი.

საერთო ჯამში, არსებულ ვითარებასთან საბროლველად საუკეთესო გამოსავალია:

  • მივყვეთ რეკომენდაციებს.
  • გვეძინოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.
  • ვიკვებოთ სწორად.
  • გავიდეთ სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება ხშირად.
  • ვიყოთ ფიზიკურად შეძლებისდაგვარად აქტიურები.

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05