LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უნდა გაგიმართლოს და მძიმე ავარიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანი აღმოჩნდეს შენ გვერდით, გაჩერებულ გულს გიმუშავებდეს და სამშვიდობოს გადასცემდეს შენს თავს სასწრაფო ბრიგადას…“

122131
archilmarshania

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ქალს, რომლის გვერდითაც შემთხვევით ცნობილი ექიმი, არჩილ მარშანია აღმოჩნდა, მან გული აუმუშავა. ამ შემთხვევის შესახებ სოფიო ლაზარია წერს და ადგილიდან ფოტოებსაც აქვეყნებს:

„როგორ უნდა გაგიმართლოს და მძიმე ავარიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანი აღმოჩნდეს შენ გვერდით, გაჩერებულ გულს გიმუშავებდეს და სამშვიდობოს გადასცემდეს შენს თავს სასწრაფო ბრიგადას…

შარტავას ქუჩაზე ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები

როგორ ვამაყობ მსგავსი ადამიანებით და მით უფრო, თუ ჩემი გულშემატკივარი და მეგობარია.

მახსოვს, ძალით მიმიყვანა თავის ტრენინგზე, ე, გოგო მოდი, გასწავლი პირველად დახმარებას, შვილების დედა ხარ, არ იცი, ვისთან რა და როგორ გამოგადგებაო… მადლობა, რომ დამაძალე და ვფიქრობ, ისევ ხომ არ გავიმეოროთ… იმედია, ეს სიფრიფანა, სინაზე გოგო მალე გამოკეთდება.

ბოდიში, ფოტო მძიმეა, ვდებ იმიტომ, რომ ნათლად დაინახოთ რა შეუძლია სიკეთეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები