LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავას ქუჩაზე ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები

6768
BeFunky-collage (4)

ავარია თბილისში – შარტავას ქუჩაზე, ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც “ფორტუნას” თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოტოციკლის მძღოლი და მანქანაში მყოფი ერთი პირი.

“ფორტუნას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს – ერთი კავკასიის მედიცინის ცენტრში, მეორე ამერიკულ ჰოსპიტალში.

დამატებითი დეტალების გარკვევას ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვცდილობთ.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები