LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ მოტივაცია წონის დაკლებისთვის

379

არა არის საჭირო მოტივაციის ძებნა, თუ მკაფიოდ გაქვთ ჩამოყალიბებული მიზანი. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი დაკარგული კილოგრამისთვის სოლიდურ თანხას ღებულობთ და მაშინ, აღარ მოგინდებათ ვარჯიშის ზაფხულისთვის გადადება ან მეგობრებთან ერთად ნოყიერი ვახშმის მოწყობა. გამოდის, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კონკრეტული მოტივაცია, მის გაძლიერებლად კი, საჭიროა ყოველდღიურ ჩვეულებად აქციოთ.

* სეირნობა – უარი თქვით ლიფტზე, ფეხით გაიარეთ უახლოეს სუპერმარკეტამდე ან გაისეირნეთ ძილის წინ, რადგან მინიმალურ ფიზიკურ აქტივობასაც კი, ნორმაში მოჰყავს ცხიმების ცვლის პროცესი და ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას.

* ვარჯიში – თუ დილაობით არ გამოგდით სრულფასოვანი ვარჯიში, აირჩიეთ რომელიმე ერთი სავარჯიშო, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი მიზანი არა წონის დაკლება, არამედ ორგანიზმის გამოფხიზლება და მხნეობის რამდენიმე საათით შენარჩუნებაა.

* სრულფასოვანი ძილი – ნაკლული ძილის დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმაო რაოდენობის მელატონინს, ადამიანს უფუჭდება განწყობა და უჩნდება სურვილი დაამარცხოს სტრესი საკვების დახმარებით. შესაძლოა არ გამოგდით დღე-ღამეში 7-8 საათი ძილი, მაგრამ გამოიმუშავეთ ერთ დროს დაძინების და გღვიძების ჩვეულება.

* საკვების ნელა მირთმევა – ყევლამ კარგად იცის, რომ რაც უფრო ნელა ღებულობს ორგანიზმი საკვებს, მით უფრო სწრაფად ნაყრდება. თუ სახლში ხართ და საკმარისი დრო გაქვთ, გააწყვეთ მაგიდა ლამაზად, მოეწყვეთ კომფორტულად და ნელა მიირთვით. იმ შემთხვევაში კი, თუ ამგვარი ფუფუნებას მოკლებული ხართ და სამსახურში გიწევთ წახემსება, ეცადეთ არ აჩქარდეთ და ყველა ლუკმა კარგად დაღეჭოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები