LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი – გოგაშვილის მეუღლე

355
სოსო და თეა

პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, – ამის შესახებ სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი მიიღეს.

„მაინტერესებს, თუ სოსო დამნაშავე იყო, აქამდე სად იყვნენ? ეს ცოტა სასაცილოა. რაც ჩვენს სახლში იკადრეს, დღესაც არაფერი გამიკვირდება. მოდის მუქარა ჩემი ოჯახის და შვილების მისამართით, ვიღებთ შეტყობინებებს მათ შორის კეთილის მსურველებისგან, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზეო.

პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი”, – აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად სამი დღის წინ აიყვანეს.

ამავე თემაზე:

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

სოსო გოგაშვილის მეუღლე: “ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი – სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი”

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

„არ შეგრჩებათ მკვლელებო!!.. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული“ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

გოგაშვილის შვილი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა.. შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაციაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g