LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს” – “მწვანე სკოლის” დირექტორი

1432
88888

“მწვანე სკოლის” დერექტორმა კახა დავითურმა, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, რომ სცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ყველაფერი, არ გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას.

“როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს”, – აცხადებს სკოლის დირექტორი

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მოზარდის კლასელების მდგომარეობა ძალიან რთულია.

“ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამოძიება. ისევე როგორც საზოგადოება, სკოლა გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მიმართულებით, რომ შესაძლოა, ბავშვების სულიერი მდგომარეობა გამოგვეპაროს”, – განაცხადა კახა დავითურმა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს, მას შემდეგ სცადა, რაც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა.

“ამ ცხოვრების დედაც” – პროტესტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ფოტოები)

magti 5g