LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი საშობაო ნაძვის ხე  შეესაბამება შენს სამუშაო სფეროს?

483
Untitled design (1)

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიოს გეგმები შეცვალა, ერთი რამ უცვლელი რჩება, შობასა და ახალ წელს მაინც ყველა იმედითა და სიახლეების მოლოდინით შეჰყურებს და  თავისებურად ცდილობს გაიხალისოს ეს ჯადოსნური დღეები. დეკემბერიც  დადგა და უკვე გაჩნდა საფიქრალი, როგორი იქნება  საშობაო ნაძვის ხე, რომელიც თქვენს გარემოს დაამშვენებს და გაახალისებს.

უამრავი მიზეზი არსებობს, რომ სამსახურში არ გქონდეთ ტრადიციული ნაძვის ხე,  დროის არ ქონა, საახალწლო დეკორაციების ნაკლებობა, ან თუნდაც სურვილი გქონდეთ გამორჩეული, სიმბოლური ნაძვის ხე, რომელიც მხოლოდ თქვენს სფეროს შეეფერება და მის მსგავსს სხვაგან ვერ ნახავთ.

სწორედ ამ ხერხეს მიმართა ბევრმა ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ძალიან საინტერესო ნამუშევრებმაც მოიყარეს თავი. „ბონ ვიაჟის“ ფარგლებში გაგაცნობთ კრეატიულ იდეებს, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიისა და სფეროს წარმომადგენლებმა საშობაო ნაძვის ხის ასაწყობად მიმართეს:

  1. ერთერთმა ლაბორატორიამ არც მეტი,არც ნაკლები ნაძვის ხე ბაქტერიებისგან შექმნა.

2. ლონდონის ეროვნული ოპერის შენობაში, კი ულამაზესი თემატური ნაძვის ხე პოანტებისაგან  ააწყეს.

3. ხელოვნების გალერეის თანამშრომლებმა, კი ნაძვის ხე საქმიანობას დაუკავშირეს და საბოლოოდ ასეთი უცნაური საახალწლო დეკორაცია მიიღეს.

4. თუკი სამკერვალო, ან ტანსაცმლის მაღაზია გაქვთ ეს იდეა სწორედ თქვენთვისაა.

5. ვის, თუ არა პიცერიის თანამშროლებს გაუჩნდბოდათ იდეა საშობაო ნაძვის ხე პიცის ყუთებით აეწყოთ,რაც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.

6. სამედიცინო ხელთათმანისგან შექმნილი ნაძვის ხე, კი  მხიარულად და ლამაზადაც გამოიყურება,რომელიც ერთერთ კლინიკაში მოიფიქრეს.

7. ვილნიუსისი აეროპორტის თანამშრომლებმა, კი ნაძვის ხის ორიგინალური ვერსია მოიფიქრეს.  ის მგზავრებისგან ჩამორმეული ნივთებისგან შექმნეს. როგორც აღმოჩნდა და თავადაც ხედავთ, ყველაზე ხშირად მგზავრებს მაკრატელს ართმევნ.

8.იოვილის ყველაზე დატვირთული გზის მუშებმა  არ ისურვეს ახალი წელი დეკორაციის  გარეშე,  თემატური და უცნაური ნაძვის ხეც ააგეს და ასე გაიხალისეს შობა.

9.ბოსტნეულის ნაძვის ხე, კი უკვე ტრენდულიც კია, იმდენად ბევრმა ხილ-ბოსტნის სუპერმარკეტმა მიმართა მსგავს იდეას, თუმცა ყველა მათგანი განსხვავებული და ფერადია.

10. ამ ადამიანმა, ან ადამიანებმა კი ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა,  ხის საამქრო ასეთი ნაძვის ხით შეამკეს.

მოკლედ იდეა  ბევრი შეიძლება გაჩნდეს,საინტერესოა როგორი იქნება თქვენი სფეროსა და ინდუსტრიისთვის შეასაფერისი საშობაო ნაძვის ხე.

ფერად საახალწლო განწყობას გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები