ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც „ნაპოლიმ“ სახლში „მილანის“ წინააღმდეგ 1-1 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მიმართავს.
„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება ! #FORZANAPOLISEMPRE“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.