რუხის კლინიკაში 32 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის ექიმები აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული და თვითნებური მკურნალობა გახდა.
„გუშინ დილით გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა. მას თანხმლები დაავადებები არ ჰქონია. პაციენტის დამძიმების მიზეზი დაგვიანებულ და თვითნებური მედიკამენტოზური მკურნალობა იყო – ბინაზე მკურნალობდა 10 დღე. იგი გადმოყვანილი იყო ფოთის კლინიკიდან“, – აცხადებს რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯერი ნინო აკობია ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსუს 49 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა