ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
მისივე განმარტებით, თავდასხმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებზე განხორციელდა.
„ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.