LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევაა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს: სალომე ზურაბიშვილი

39
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანი საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევაა, რასაც საქართველო არ დაუშვებს.

მისივე განმარტებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას განაგრძობს.

მოლდოვაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო

„საჰაერო სივრცის დარღვევა ეს არის იგივე, რაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი ქმედება. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მუდმივი დარღვევა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. ამაში არ არის არაფერი ახალი რუსეთის მხრიდან, როდესაც მიმდინარეობს სრულყოფილი აგრესია თავისი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ჩვენი პასუხი ამაზე არის კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან და ჩვენს გზაზე ურყევი სიარული, რომ ეს გზა ვერაფერმა შეგვიცვალოს. ეს არის საქართველოს მიდგომა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად – ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზის შეცვლის, ჩვენი მოქალაქეების გატაცებების მიუხედავად ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგანაც ვიცით, რომ რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია შეგვაცვლევინოს ეს გზა, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g