LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ მოხდეს

124
სერგეი რიაბიაკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ მოხდეს.

მისი თქმით, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც ნატო-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„ამიტომ, ნატო-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მცდელობა, წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს, ეს არის მცდელობები უსარგებლო საშუალებებით. ჩვენ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. თუ ოპონენტები წინააღმდეგი იქნებიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გაძლიერდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები