რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სააღდგომოდ სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი გამონაკლისი დაკრძალვის ცერემონიაა, როდესაც შეზღუდული რაოდენობით ადამიანები შეძლებენ საფლავზე გასვლას. სხვა ყველა შემთხვევაში ეს აიკრძალა.
“ჩვეულებრივ აღდგომის დღესასწაულის კვირაში საფლავებზე მილიონობით ადამიანი გადის, რაც ახლა საფრთხის შემცველია. სამწუხაროდ, ამ გაზაფხულზე შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება”, – განაცხადა სობიანინმა.
ბულგარეთში წმინდა ცეცხლს არ ჩააბრძანებენ: ხარჯი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს გადაეცემა
"თქვენ გინდათ, მე ეკლესიის კარი დავკეტო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ".
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება რუსეთის მართლდმადიდებელი ეკლესიაც. რუსეთის საპატრიაქოში მიიჩნევენ, რომ ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა და საფლავებზე არ მისვლით არც გარდაცვლილთა ხსოვნას შეურაცხყოფს და არც ცოდვად არ ითვლება.