„მე რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობას სრულიად ვუჭერ მხარს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, ნიშნავს, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკის მომხრეა,“ – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი „დოიჩე ველეს“ კითხვას, თუ როგორ აპირებს შეასრულოს უკრაინის პრეზიდენტის დაპირება დონბასში მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთთან მშვიდობის მომხრეა, მან ასევე, აღნიშნა, რომ ეს მშვიდობა განსხვავებული გზებით მიიღწევა რაც, ახლა მარტივი არ არის.
"მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მისი რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა" - გახარია სააკაშვილზე
"მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება" - გიორგი გახარია.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ის დღეს უკრაინელ დეპუტატებს შეხვდა. ვიცე-პრემიერის პოსტზე მისი კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს.