LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ვერტმფრენი საქართველოში – ოკუპანტები პროვოკაციას აგრძელებენ

455
5641f370c4618860628b4582

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს. 

სუს-ის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედებაა.

„ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 12:00 საათისთვის გამოჩნდა და რამდენიმე წუთი დაფრინავდა. 

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული რვავე მოქალაქე თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს. „რვავე დაკავებული თავისუფალია და ისინი იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ​შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ. საქართველოს შვიდი მოქალაქე რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს დააკავეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს. […]

გუგუტიანთკარის განაპირას საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი დღეს დილიდან განახლდა.

სოფლის აღნიშნულ პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული ე.წ. სასაზღვრო ბარიერის ლითონის ბოძი დაამონტაჟეს. რაც შეეხება გატაცებულ მოქალაქეებს, ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ ყველა გაათავისუფლეს.

“გორი რომ შეღობონ, მაინც არ შეიმჩნევთ დამატებითი მიწების მიტაცების ფაქტს?”

 

პოპულალურები