„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს, რადგან ამის არც შნო არ აქვს და არც რესურსი.
„ორი სიტყვით გეტყვით, ვერ გაბედავს. მას მიზეზებისა და საბაბების მოძებნა არ გაუჭირდება. შეიძლება, რაღაცას დააბრალოს, რაღაცას არ დააბრალოს. მაგრამ, ორი სიტყვით გეტყვით, ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. ვიცით, რომ მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.