LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში უხმობენ

251
regular-detail-image-a171144a73ef81b87aecc4e3371dd818

საქართველოს მთავრობა, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გასულ კვირასაც აცხადებდა, თუმცა დღეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, სააკაშვილის დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე. ზალკალიანის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე.

“მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მისი რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა” – გახარია სააკაშვილზე

„სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე”, – აცხადებს მინისტრი.

„სააკაშვილს მაცივარში ინახავდნენ და ახლა ალხობენ“ – რა ხდება კიევში

ზალკალიანი განმარტავს, რომ აღნიშნულმა ნაბიჯმა, რომელიც უკრაინამ სააკაშვილთან მიმართებაში გადადგა, შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრობლემები შექმნას თუმცა მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ამას არ განიხილავს, როგორც დიპლომატიური ურთიერთობვების გაწყვეტას.

“ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები. მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს. ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და რაც მთავარია, ერთობლივ ძალისხმევაზე ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

“სააკაშვილი უკრაინაში ისევ პოპულარულია… თუ დაადებს თავს და ჩამოვა, დაიჭერენ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები