LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა – „მთავარი არხი“ პროფესორ დევიდ სმიტის დასკვნას აქვეყნებს

182
სააკაშვილი

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, რომელსაც ხელს პროფესორი დევიდ სმიტი აწერს, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა, – ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომლის შინაარსს „მთავარი არხი” ავრცელებს.

„გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ეს ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის შედეგად“, – აღნიშნულია დასკვნაში.

როგორც პროფესორი დევიდ სმიტი განმარტავს, აღებულ ნიმუშებში ტოქსიკური აგენტები მოხვედრილია სააკაშვილის ციხეში მოთავსების შემდეგ.

„ჩემი ექსპერტული მოსაზრებით და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, მიმაჩნია, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ აგენტების ორგანიზმში მოხვედრა სამედიცინო მკურნალობის შედეგად. ჩემი ექსპერტული მოსაზრებით, ბევრი პათოლოგიური სიმპტომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოვლენილი, მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირდება. ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, აღებულ ნიმუშებში ტოქსიკური აგენტები მოხვედრილია სააკაშვილის ციხეთა სისტემაში მოთავსების შემდეგ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გავრცელებულ დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი პრეპარატის დიდი რაოდენობით დოზირებამ თავის ტვინის დისფუნქცია გამოიწვია.

გიული ალასანია: „გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას

პოპულალურები