შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს შორის დები, ხათუნა და ირმა მარუაშვილები არიან.
სოციალური ქსელიდან ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ხათუნა მარუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, დას – ირმა მარუაშვილს კი ზოო-ვეტერინალური ინსტიტუტი.
შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კი 3 ადამიანი სიკვდილს ებრძვის.
არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.