LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად, რას ყიდის მთავრობა – ნახეთ საპრივატიზებო ობიექტების სია (ვიდეორგოლი)

298
House for sale with hand holding keys on blue sky background

სახელმწიფო ქონების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ბიზნესს საინვესტიციო შეთავაზებები და პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა.

„საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ რუკაზე, სადაც მოცემულია სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებები და მიმდინარე ელექტრონული აუქციონები. ➡გაიგე მეტი აქ – http://bit.ly/2OTif9Y “- აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ მთვარობამ ბიზნესს გასულ კვირას 117 საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა – 150 მილიონი ლარის ღირებულებით და 2 500 ადამიანის დასაქმების პერსპექტივით. ობიექტები სწორედ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.

მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებსაც გაყიდის

ჯამში, აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები