LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო: ვოლსკი

69
volski (2)

ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო.

მისივე თქმით, საექსპერტო საზოგადოება ასეთი გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.

ვოლსკის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ასპექტი არ არის.

“თუმცა არის ერთი საკითხი – ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფუნქციის ერთ უწყებაში გაერთიანება, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და აბსურდად მიიჩნევდნენ, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის პრინციპული პოზიცია იყო. ეს პიროვნება გიორგი გახარია იყო, ვინც მაინც ასე გადაწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ორი ფუნქციის ერთ სტრუქტურაში გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდიოდა. სამართლებრივ ნაწილში პარლამენტმა აბსოლუტურად გამართული გადაწყვეტილება მიიღო. ვადევნოთ თვალი თუ როგორ იმოქმედებს ერთი თუ მეორე უწყება მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g