საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?!, – აღნიშნულის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„თუ გვისმენენ, მაშინ ვთხოვთ – გამოაქვეყნონ ეს ზარები და საზოგადოებას დაანახონ, რომ ღამე ლევან მურუსიძე კონკრეტულ მოსამართლეს ურეკავს და აიძულებს, თან ქრთამსაც აძლევს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას აღებინებს. მაინტერესებს, საიდან აკეთებს დეგნანი ამ დასკვნას?!.
საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ჩვენ [სანქცირებული მოსამართლეები] ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?!“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გუშინ, 5 აპრილს გავრცელდა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას