LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ქონება 50 და 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება

63
unnamed

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად,  ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.

ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 000 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო.

აღსანიშნავია, რომ 50 ობიექტი 50%-იანი, ხოლო 25 ობიექტი 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაციას იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3fI6im8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g