LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკუთარ პრობლემას ბავშვი მაშინ გადაწყვეტს, როცა მშობლების სიტყვა სიტყვა იქნება”

1002
71810832-2633493983382106-7576213866514743296-n

როგორ უნდა დაძლიონ ბავშვებმა პრობლემები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში მშობლის სიტვას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

“ბავშვების წინაშე ბევრი პრობლემა ისახება და პრობლემათა ერთი ნაწილი უფროსების გამოა გამოწვეული. ბავშვს აქვს მოთხოვნა გახდეს დიდი და თავისუფალი, ამის დასაკმაყოფილებლად ეძებს სხვა გარემოს, ხშირად უკავშირდება უცხო პირებს, რომლებმაც შეიძლება ასწავლონ თამბქაოს წევა, ქურდობა, ბოლოს ნარკოტიკებამდეც მიიყვანონ.

როცა დედ-მამის სიტყვა და თხოვნა არ ჭრის ბავშვზე, ვითარება რთულია. თუ ბავშვი ჩაება ცუდ კოლექტივში, აქვს პრობლემები და ჰგონია, რომ ოჯახში ვერ გაუგებენ, ამ დროს ბავშვი მიდის ცხოვრებიდან.

საკუთარ პრობლემას ბავშვი მაშინ გადაწყვეტს, როცა მშობლების სიტყვა სიტყვა იქნება. მამაჩემი  ომში როცა მიდიოდა, პატარა ვიყავი, თავის კაბინეტში შემიყვანა და მითხრა, მე ომში მივდივარ და რაღაც უნდა გთხოვოო, შენ ალბათ შემოგთავაზებენ თამბაქოს და არავითარ შემთხვევაში არ მოკიდო ხელიო. მამა ისე მიყვარდა, რომ მისი სიტყვა დღემდე მომყვება, თუმცა ახლა უკვე ორჯერ, სამჯერ უფროსი ვარ მასზე.

მშობლები დღეს ნაკლებად ესაუბრებიან შვილებს, მესმის ცხოვრებაც ასეთია. მშობლები უნდა დაფიქრდენ სამ რამეზე: გამონახონ გარკვეული  დრო ბავშვის აღზრდისთვის, უყვარდეთ ბავშვი და ჰქონდეთ მოთმინება აღზრდისთვის”.