LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძემ ახალი კლიპისთვის თეთრი ფრთები დაიმაგრა

537
salomebakuradzenewclip20

სალომე ბაკურაძე ახალ ვიდეორგოლზე მუშაობს. კომპოზიციის „აღარ გიცდი“ მელოდია გელა გნოლიძეს ეკუთვნის, ტექსტი – სოსო თოლორაიას. სოსო თოლორაიას ძველი რეპერტუარიდან ამ სიმღერის არანჟირების ახალი ვერსია ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მისივეა ზოგადად სიმღერის მუსიკალური პროდიუსინგი. სიმღერა “ბრავო რეკორდსში” ჩაიწერა და ჩანაწერზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

ვიდეოზე რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი მუშაობს, ოპერატორია ლევან ლეკიაშვილი, იგივე ბუდა.

სალომეს ვიზაჟზე მეიქ აფ არტისტმა, დავით ფუტკარაძემ იმუშავა.

სწორედ ამ წუთებში კლიპის გადაღება სელფის მუზეუმში მიმდინარეობს.

როგორი მოლოდინი გაქვს კლიპის მიმართ?

სალომე ბაკურაძე:

მოლოდინი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდი მაქვს, რადგან მარტო ვარ და ვერავის ვუნაწილებ ამ პასუხისმგებლობას, თუმცა ჩემი უსაყვარლესი მეგობრები და ადამიანები ჩემთან ერთად არიან და ვფიქრობ, მათი დახმარებით ძალიან საინტერესო, ლამაზი და ფერადი კლიპი უნდა გამოვიდეს.

ნესტან სინჯიკაშვილი:

ძალიან მიხარია, რომ სალომეს, როგორც იქნა, ექნება პირველი სოლოკლიპი, მიხარია, რომ მე ვიღებ, რადგან ძალიან მიყვარს ის. ვიდეორგოლი იქნება ძალიან ფერადი და დადებითი, ისეთივე, როგორიც სალომეა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები