LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძის ახალი სიმღერა: „რეპეტიციაზე მივედი და ჩაწერაზე აღმოვჩნდი…“

223
salomebakuradzenews45

სალომე ბაკურაძემ ძველი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა. კომპოზიცია ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის და მისი სახელწოდებაა „ჩიორა“. „N შოუში“ სალომემ ის „რეზო და ბავშვების“ ახალი ვერსიით შეასრულა, შემდეგ კი გადაწყდა, რომ სტუდიური ვარიანტიც უნდა გაკეთებულიყო.

„რეპეტიციაზე მივედი და უცებ ჩაწერაზე აღმოვჩნდი. დიდი მადლობა „რეზო და ბავშვებს“, დამპირდნენ, რომ სტუდიურ ვერსიასაც გამიკეთებდნენ და ასეც მოხდა. სიმღერა პაატა სილაგაძის სტუდიაში ჩავწერეთ, არანჟირება ლელო ხოტივარსა და „რეზო და ბავშვებს“ ეკუთვნით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, აღნიშნავს სალომე fortuna.ge-სთან საუბრისას.

აპირებს თუ არა ამ კომპოზიციაზე კლიპის გადაღებას? მომღერალი ამ შეკითხვაზე ასე გვპასუხობს:

„არ ვიცი, იდეაში გვქონდა მარტივი ვიდეორგოლის გადაღება. თანაც, სიმღერა ძალიან კარგი გამოვიდა, ტემპიანი და საცეკვაო, თუმცა დღევანდელი ვიტარებიდან გამომდინარე რა იქნება, ვერ გეტყვით. გასტროლიც მქონდა დაგეგმილი საზღვარგარეთ, რომელიც უკვე დამტკიცებულია, მაგრამ ვნახოთ, რა და როგორ იქნება. საქართველოშიც არის შემოთავაზებები კონცერტებზე, მაგრამ დიდი სიფრთხილით ვეკიდები, რადგან ძალიან მეშინია. ივენთებზე, სადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ იქნება რეგულაციები დაცული, უარს ვამბობ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები