სალომე ჭაჭუამ „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისაუბრა თავისი საინტერესო გამოცდილების შესახებ, რომელიც ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობით მიიღო.
„საქართველოდან დროებით გავქრი ირლანდიაში. უკვე მეორედ მივიღე იქაურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა. ძალიან დადებითი აურა ტრიალებს. ერთი ადამიანიც არ შემხვედრია, რომ მეფიქრა, ცივები არიან-მეთქი. გარშემო პოზიტივი ტრიალებს. ძალიან კარგები არიან საქმეშიც. ძალიან დიდი კომფორტია შექმნილი. ყველაფერი გიქმის კომფორტს, რომ კარგად იმუშაო და შექმნა შემოქმედება.
ჩემი პარტნიორები ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ. ვინც ჩემთან ერთად დგება სცენაზე, ბუნებრივად უწევს მუშაობა. არც ერთი ჩემი პარტნიორი არ იტყვის, რომ ცეკვა არ მოეწონა, იმდენად ვაყვარებ. იმდენად საინტერესო პროცესია და დიდ სიამოვნებას განიცდიან კარგ სტრესთან ერთად.
დიდი სიყვარული გამოვიწვიე ირლანდიაში ჩემი ცეკვის დამსახურებით.
რაც შეეხება გეგმებს, არ მაქვს გაჟღერების უფლება, თუმცა თუ ეს გამოვიდა, ძალიან კარგი იქნება. ეს არის ყველა მოცეკვავის ერთ-ერთი ოცნებაა. უმაღლესი საფეხურია. სატელევიზიო შოუზეა საუბარი, თუმცა ვნახოთ, რამდენად გამოვიდა“.
?? სალომე ჭაჭუას საერთაშორისო აღიარება ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში”
?? სალომე ჭაჭუას საერთაშორისო აღიარება ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” და სამომავლო გეგმები
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Monday, April 10, 2023