სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და მანიკა ასათიანი – ქართველი ლამაზმანები ჟურნალ „სითის“ ფურცლებზე არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. მათ ვიზაჟზე მეიქ აფ არტისტმა, ელენე გოგავამ იზრუნა და სტატია სწორედ მის შესახებაა, თუმცა ჩვენი ინტერესი გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მიიპყრო, სადაც აქცენტი გოგონების სახეზეა გადატანილი სახის ულამაზესი გაფორმებების უკეთ წარმოსაჩენად.
ფოტოების ავტორი თიკო ჭიღლაძე გახლავთ.