LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას, აცხადებდა, რომ არ იქნებოდა ვეტომდებელი, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია” – ირაკლი კობახიძე

173
BeFunky-collage - 2023-06-15T011611.133

სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას, აცხადებდა, რომ არ იქნებოდა ვეტომდებელი, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასე შემდეგ, თუმცა, ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია. რაშია განსხვავება, არის ორი კანონი. ერთი არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე – ჩვენ მიერ მიღებული კანონი.

განსხვავება რა არის, რომ ერთი კანონი ითვალისწინებს სამ ვიცე-პრეზიდენტს, ანუ პრეზიდენტის ვეტო და ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს. ამაზე როგორ შეიძლება, ან გაოგნდე, ან თქვა, რომ რაღაც დამოუკიდებლობას დააკარგვინებს ორგანოს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები