LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ფრანგული ელფერით და საყვარელი წითელი ფერი (ფოტოები)

zurabishvili

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია.

უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან, ჯაბა დიასამიძესთან. სწორედ მან შეუკერა ინაგურაციისთვის წითელი ზედა და თეთრი ქვედაბოლო და ასევე კრემისფერი პალტო, რომელიც ამ ანსამბლზე ჰქონდა მორგებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები