ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, „გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება“ უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძე საკუთარ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში სამოქმედო გეგმის რამდენიმე პუნქტს ასახელებს.
მისი თქმით, „ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად“ უნდა დაიწყოს ქუჩის აქციები.
1.დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება;
2. უნდა დატოვოს მან ეროვნული ბანკი, რადგან იგი გახდა ზედმეტი ტვირთი ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის. იგი ვერასდროს აღიდგენს ნდობას და რეპუტაციას როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი ინვესტორების თვალში;
3. უნდა გაირკვეს, რა როლი მიუძღვის ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს და საბჭოს წევრებს და ამის მიხედვით მოხდეს მათ მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება;
4. სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენისათვის, როგორც მის მიერ სასურველი კანდიდატისა, ასევე საბჭოს წევრად იმ პირების წარდგენისათვის, რომელიც “ქართული ოცნების” ზეწოლით მოხდა. დაუყოვნებლივ გაიწვიოს ამ დღეებში პარლამენტში საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირი, პროფესიით მევენახე-მებოსტნეობის სპეციალისტი და მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ საქმეს;
5. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც, რომელმაც იცოდა რა კარგად, თუ რისთვის მოხდა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები, არ შეაჩერა მოქმედი პროგრამა, რითაც ლეგიტიმაცია მოახდინა ეროვნულ ბანკში მომხდარი კლანური გადატრიალებისა და წაახალისა ბანკის ხელმძღვანელობის შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ფონდის პროგრამა საქართველოში;
6. უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქცია ყველა პირს, ვინც მონაწილეობდა ამერიკის მთავრობის მიერ სანქცირებული, რუსეთის აგენტად შერაცხილი პირისათვის შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილების პროცესში. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამისათვის;
5. დაიწყოს ქუჩის აქციები( ეროვნულ ბანკის შენობასთან) ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად.
1.დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება.
2. უნდა დატოვოს მან ეროვნული…Posted by Roman Gotsiridze on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დღეს 17 საათზე აქციას აანონსებს „ნაციონალური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.