LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა იცის, როგორ მოირგოს სწორად ყვითელი ფერი – ნახეთ მისი ულამაზესი პალტო

961
salome-zurabishvil-aliev

„მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის…

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბაქოს მერთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე გვიმასპინძლა, სადაც უფრო უშუალო და მეგობრულ გარემოში გავაგრძელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების ფორმებზე მსჯელობა“. – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე, სადაც მან აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.

ჩვენი ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ჩაცმულობა მიიქცია. ქალბატონმა პრეზიდენტმა ოფიციალურ შეხვედრაზე მაინც მოახერხა, გამორჩეული ყოფილიყო და ჩაცმულობაში ფერადი შტრიხი შეეტანა. ყვითელი პალტო მან შავ ზედასა და შარვალზე მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. ამ ანსამბლს კი მარგალიტის მძივი ამშვენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g