მომღერალმა ნინი ქარსელაძემ თავის ოთხფეხა მეგობარი, მიმი მაყურებელს შოუში “ღამის პრაიმ-ტაიმი” გააცნო. როგორც ქარსელაძემ თქვა, ძაღლი მათი ოჯახის სრულფასოვანი წევრია, დედამისთან ერთად სძინავს და სწორედ მან შეუმსუბუქა ხათუნა ჯორდანიას მძიმე პერიოდი.
“მიმი ჩემს ცხოვრებაში მოვიდა 9 წლის წინ. ძალიან რთული მოსავლელები არიან, მას სჭირდება თვეში ერთხელ სალონში წასვლა, კბილის გამოხეხვა, რაღაც დეტალები, რომ ფაქტობრივად კიდევ ერთი შვილია. ძალიან წესრიგიანი და ჭკვიანია. ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, ხათუნას მესამე შვილია. მგონი ჩემზე ძალიან უყვარს. ერთად სძინავთ.
საოცარი ამბავი იყო ის, რომ სანამ დედას ავადმყოფობას გავიგებდით, სულ წინ უწვებოდა ხათუნას, ამ პერიოდში დაიწყო ფილტვთან წოლა, დღემდე ასე უწევს. ზუსტად იმ ადგილას ჩაუძვრება და ასე უწევს. ეს პერიოდი დედაჩემს მიმიმ გადაატანინა მარტივად, ეს რომ არ იყოს, ჩვენი ოჯახის ცხოვება მე აღარ წარმომიდგენია”, – ამბობს ქარსელაძე.