LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული: ნიკა მელია

97
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული. აღნიშნული განცხადება მან „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს აქციას გამართავს

მისი თქმით, „ახლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ, უფრო ხმამაღლა ისმოდეს“.

„ყველას გელოდებით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g