LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება შეზღუდული იქნება: გახარია

92
BeFunky-collage (1)

“ჩვენი ძირითადი გამოწვევა დღეს გახლავთ ოკუპაცია. ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია – ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან,”- ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ ქვეყანში ოკუპაციის პრობლემა არ მოგვარდება, შეზღუდული იქნება საქართველოს განვითარება ნებისმიერ სფეროში.

“ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში შეზღუდული იქნება, ამიტომ ჩვენთვის, მშვიდობიანი გზით და პრაგმატული პოლიტიკით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ნომერ პირველი ამოცანა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქაც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია.”- აღნიშნა გახარიამ.

მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება მოვახერხეთ – გახარია

მისივე განცხადებით, გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ბოლო წლის განმავლობაში რთული იყო ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუმცა ქვეყნის დიპლომატიამ ამ საკითხს თავი გაართვა და საქართველოს ოკუპაცია, საერთაშორისო დონეზე, მაღალ დონეზეა დაყენებული.

“ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს შეზღუდვა მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოვუხსნათ.” – თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ გასაახლებელია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი და უშიშროების საბჭოში ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„უშიშროების საბჭოში ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რეალურად, ჩვენი ძირითადი გამოწვევა დღეს აქ გახლავთ ოკუპაცია. ეს არის ის ძირითადი მიმართულება, კონცეპტუალურად, სტრატეგიულად, რომელიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და განვახორციელოთ, მივიყვანოთ საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე. ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს თანამშრომლობა, კონკრეტული წვრთნების დონეზე აჩვენებს თავსებადობის ხარისხის ზრდას, თუმცა აქ კიდევ ბევრია სამუშაო და თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მოქმედებს ეფექტურად.” – თქვა გახარიამ.

ნახეთ, ვრცლად გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:

რატომ დასახელდა მთავრობა ძველი შემადგენლობით: გახარია 2 მიზეზს ასახელებს

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაძლიერებელია: რა გამოწვევებზე საუბრობს გახარია

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, საგადასახადო შეღავათები გადაიხედება – გახარია

მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული: გახარია

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g