LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება

157
car export

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი აიკრძალა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში.

ამასთან, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც ევროკავშირმა 23 ივნისს დაამტკიცა.

magti 5g