LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ექსპორტი 15.6 პროცენტით შემცირდა

48
thumb

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი -3 568.9 მლნ. აშშ დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 ივლისს.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები