LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიყიდა.

134

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიყიდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს  ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის  76,7 მლნ ბოთლი ღვინო, რომლის საერთო ღირებულება 170 მილიონამდე აშშ დოლარს აღწევს. გასულ წელს ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 54% აღემატება 2016 წლის მონაცემებს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი სამეულია: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407).
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: პოლონეთი ,  ლატვია ,ბელარუსი,  აშშ ,გერმანია ,ისრაელი ,მონღოლეთი ,საფრანგეთი , აზერბაიჯანი .

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“,  „მუკუზანი“ და „წინანდალი“.

გარდა ღვინისა  მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი ჭაჭა.  მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები